ელისო ბოლქვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდა

30 Mar 2021 21:21

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდა.


ელისო ბოლქვაძემ მიტროპოლიტ შიოს პარლამენტში ახლადშექმნილი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


მხარეებმა განიხილეს პარლამენტსა და ეკლესიას შორის  კულტურის სფეროს სხვადასხვა  მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითხები.
შეხვედრას დაესწრო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი