დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენლებს შეხვდა

30 Mar 2021 21:26

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები  და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა  სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  სატრანსპორტო პოლიტიკას, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებს და  განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას.


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის მენეჯერმა მარტინა კოლბმა გამოხატა აღნიშული  საკითხების მიმართ ორგანიზაციის ჩართულობის მზადყოფნა და მომავალში აქტიური თანამშრომლობის სურვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი