სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

31 Mar 2021 00:11


სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აპ­რილ-ივ­ნი­სის ნო­მე­რი #2 (119), რო­მელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას სტა­ტია, რო­მელ­საც მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით გთავ­ზობთ:


წი­ნამ­დე­ბა­რე ნარ­კვე­ვი ნა­წი­ლია ჩვე­ნი ვრცე­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სა - "დიდ­გო­რის ბრძო­ლა (და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი")". ნაშ­რომს უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში იხი­ლავს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი. ამ­ჯე­რად გვსურს, მოკ­ლედ წარ­მო­გიდ­გი­ნოთ რამ­დე­ნი­მე დაკ­ვირ­ვე­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დიდ­გო­რის ბრძო­ლა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღემ­დე არ წყდე­ბა კა­მა­თი, სად მოხ­და ბრძო­ლა და რო­გორ წა­რი­მარ­თა იგი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ბრძო­ლას და­ვი­თის მე­მა­ტი­ა­ნე სულ რა­ღაც 500 სი­ტყვას უთ­მობს და ეს ტექ­სტიც ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი.


რამ­დე­ნა­დაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მე­მა­ტი­ა­ნე იმა­საც კი არ აღ­ნიშ­ნავს, სად მდე­ბა­რე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­თა მთა­ვა­რი ეპი­ცენ­ტრი. მისი ზო­გა­დი ფრა­ზა, რომ მტე­რი მო­ვი­და "თრი­ა­ლეთს, მან­გლის[ს] და დიდ­გორ­თა"და­ზუს­ტე­ბით არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მა­რის ის­ტო­რი­კო­სი - "ის­ტო­რი­ა­ნი და­აზ­მა­ნი შა­რა­ვან­დედ­თა­ნის" ავ­ტო­რი უფრო აკონ­კრე­ტებს და "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლად" მო­ნათ­ლუ­ლი ბრძო­ლის ად­გი­ლად დიდ­გორს ასა­ხე­ლებს: შამ­ქორ­თან ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "დრო­შა იგი ხა­ლი­ფა­სი, რო­მე­ლი მო­ი­ღო შალ­ვა ახალ­ცი­ხელ­მან, წარ­გზავ­ნა ესე მო­ნას­ტერ­სა დიდ­სა წი­ნა­შე ხა­ხუ­ლის აღ­მრთის მშობ­ლი­სა­სა, მსგავ­სად მა­მის პა­პი­სა მა­თი­სა. მა­შინ მას წა­რეგ­ზავ­ნა მოძრცÂლი­ქე­დი­სა­გან დორ­ბე­ზე სა­და­ყა­ის ძისა, ჟამ­თა დიდ­გორ­თა გაქ­ცე­ვი­სა­თა მა­ნი­ა­კი ოქ­რო­სა, შემ­კუ­ლი­თუ­ა­ლე­ბი­თა ძარ­ფა­სი­სა­თა".

დიდ­გო­რის სა­ხე­ლი შერყვნი­ლი ფორ­მით იხ­სე­ნი­ე­ბა ამ ბრძო­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უცხო­ურ წყა­რო­ებ­შიც. ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის სამი ძი­რი­თა­დი მო­საზ­რე­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლას სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი მი­უ­ძღვნა სარ­გის კა­კა­ბა­ძემ, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ბრძო­ლა მოხ­და ვრცელ ველ­ზე სო­ფელ დიღ­მის მი­და­მო­ებ­ში. მკვლე­ვა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ დიდ­გო­რის მთა­ზე, ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მით, ორი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა და­სავ­ლეთ (ზემო) დიდ­გორ­ზე, ხოლო მე­ო­რე, გა­დამ­წყვე­ტი - სო­ფელ დიღ­მის მი­და­მო­ებ­ში ე.წ. დიდ­გორ­წინ­ზე. აქვე არ­შე­იძ­ლე­ბა არ ვახ­სე­ნოთ ის ფაქ­ტი, რომ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში და უფრო ად­რეც, ტო­პო­ნი­მი "დიდ­გო­რი" მდი­ნა­რე დიღ­მის­წყლის რე­გი­ონ­ში არ დას­ტურ­დე­ბა. 1728 წელს ოს­მა­ლებ­მა აღ­წე­რეს თბი­ლი­სის ვი­ლა­ი­ე­თი და ყვე­ლა სო­ფე­ლი სპე­ცი­ა­ლურ "დავ­თარ­ში" შე­ი­ტა­ნეს. სო­ფელ დიღ­მის გარ­შე­მო იხ­სე­ნი­ე­ბა წო­დო­რე­თი, ვე­ძი­სი, კარ­სა­ნი, მუ­ხათ­გვერ­დი, თე­ლო­ვა­ნი, ნი­კუ­ლი, ყურ­ყუ­ტა, არ­მა­ზი. ოს­მალ­თათ­ვის სო­ფე­ლი დიდ­გო­რი უც­ნო­ბია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნილ რუ­კებ­ზეც საკ­მა­ოდ დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი დიღ­მის ხე­ო­ბა, მაგ­რამ არც იგი ახ­სე­ნებს ამ ზო­ნა­ში ტო­პო­ნიმ "დიდ­გორს". ვფიქ­რობთ, ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სო­ფე­ლი (ე.წ. ქვე­მო­დიდ­გო­რი) გვი­ან­დე­ლი და­სახ­ლე­ბაა.




ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი