"შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ" - კამათი მარტვილის მონასტერში და გადაყენებული მონასტრის წინამძღოლი

31 Mar 2021 00:45


"შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ" - კამათი მარტვილის მონასტერში და გადაყენებული მონასტრის წინამძღოლი

ჭყონ­დი­დის ახალ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ მარ­ტვი­ლის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი დედა სო­სა­ნა წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.


რო­გორც დედა სო­სა­ნა აცხა­დებს, ის მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ კი­თხვე­ბის დას­მის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.


"წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­და­მა­ყე­ნეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დავ­სვი კი­თხვე­ბი იმა­ზე, რა ბრალ­დე­ბაც მე­უ­ფე პეტ­რემ წა­უ­ყე­ნა პატ­რი­არ­ქს - მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კრე­ბა. მე­ო­რე კი­თხვა, რაც მქონ­და, იყო ის, შე­უძ­ლია თუ არა მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს იმ ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, რაც მე­უ­ფე პეტ­რეს წა­უ­ყე­ნა. თუ ამ ბრალ­დე­ბას არ და­ამ­ტკი­ცებს, გა­მო­დის, რომ მე­უ­ფე სტე­ფა­ნე არის ცრუ ეპის­კო­პო­სი, ის ცრუ­ობს, შფო­თი შე­მო­აქვს ეპარ­ქი­ა­ში, არის ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი და ცი­ლისმწა­მე­ბელ და ცრუ ეპის­კო­პოსს სა­ხა­რე­ბა კრძა­ლავს, რომ და­ე­მორ­ჩი­ლო“, - გა­ნა­ცხა­და დედა სო­სა­ნამ.


თათ­ბი­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ეპარ­ქი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თათ­ბირ­ზე მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ დედა სო­სა­ნას წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გარ­და, ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა აუკ­რძა­ლა და ასე­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. გარ­და ამი­სა, მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ დედა სო­სა­ნა იმის გა­მოც გა­აკ­რი­ტი­კა, რომ ლოც­ვებ­ში პატ­რი­არ­ქს არ იხ­სე­ნი­ებს.


"შენ რომ პატ­რი­არ­ქს არ იხ­სე­ნი­ებ, ეს უკვე ამ­ბო­ხია. შენ მოქ­მე­დებ არა­კა­ნო­ნი­კუ­რად, დე­დაო და ეს ხომ ფაქ­ტია?! შენ რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი, არ გრცხვე­ნია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დე­ბი­ლი დე­და­კა­ცი დად­გე­ბი და ამ­ხე­ლა მღვდელმთავ­რებ­ზე ასეთ რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობ. შენ ვინ ხარ?! მე­უ­ფე პეტ­რეს და­ა­ნე­ბე თავი, შენ დაგ­ღუ­პა მა­გან. შენს თავს მი­ხე­დე, გა­და­გა­ყე­ნე მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან, გა­და­გა­ყე­ნე დე­დაო. შენ ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბას გიკ­რძა­ლავ. და­ტო­ვე კრე­ბა და წი­ნამ­ძღვრო­ბაც და­ტო­ვე. მან­ქა­ნა იქ და­ტო­ვე - ეგ შენი არაა“, - მი­მარ­თა ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ დედა სო­სა­ნას ეპარ­ქი­ა­ში გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი