თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია

31 Mar 2021 01:11


თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია

წვა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სია, რომ­ლის დრო­საც სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა. მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ წვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი კვამ­ლი 100-მდე ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბა­სა და მხუ­თავ აირს შე­ი­ცავს, მათი ჩა­სუნ­თქვა კი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი­ბოს გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა.


სწო­რედ ამი­ტომ, ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა ჯანმთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის წვა 900C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ პრო­ცე­სის დროს თამ­ბა­ქოს ფოთ­ლის ქი­მი­უ­რი გარ­დაქ­მნა ხდე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა კვამ­ლი და ფერ­ფლი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის კვამ­ლი 7000-მდე ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, რო­მელ­თა შო­რის 250 ტოქ­სი­კუ­რია და მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვარ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა, ამ 250 ნივ­თი­ე­რე­ბი­დან 69 კი კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.


ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ წვავს თამ­ბა­ქოს, არა­მედ იყე­ნებს გა­ხუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას. ამ დროს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა თამ­ბა­ქოს ფო­თოლს 250-350C-მდე ახუ­რებს, შე­დე­გად, არ წარ­მოქ­მნის კვამლს, არა­მედ გა­მო­ყოფს აე­რო­ზოლს. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მოხ­მა­რე­ბის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რეა, ვკი­თხუ­ლობთ აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.


სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად იგი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის დროს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ტოქ­სი­კუ­რი ნა­ერ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 90-95%-ით მცი­რეა.


თამ­ბა­ქოს გა­ხუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­საძ­ლო უპი­რა­ტე­სო­ბის შე­სა­ხებ ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რო­გო­რე­ბიც არის: ინ­გლი­სის სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო (Public Health England) და აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია (FDA).


FDA-ს გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს გა­ხუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, შე­ამ­ცი­როს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს რო­გორც მწე­ველ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ასე­ვე სა­ყო­ველ­თაო კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.



ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი