ერთ-ერთი ვერსიით, ნიკა მელიას გირაოს თანხა შესაძლოა ევროკავშირმა გადაიხადოს

31 Mar 2021 01:19

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ნიკა მელიას საქმეზე გირაოს თანხის გადახდა ევროკავშირმა საკუთარ თავზე აიღოს. თუმცა, ნიკა მელია ამ დრომდე მის საქმეზე ვინმეს მიერ გირაოს გადახდის წინააღმდეგია.


სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.


29 მარტს ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი