ხარებობა წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა

01 Apr 2018 15:40

წმინდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკეს მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარებობა წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა. 


წელს საეპისკოპოსო წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება წმინდა დედაქალაქ მცხეთას აკურთხებენ.



ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი) ქრისტიანულ ეკლესიაში. აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით). ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.


კომენტარები:

ფართი შოპი