სანდრო რაქვიაშვილი: გაყალბება-არგაყალბების დისკუსიაში დავინახეთ, რომ ფაქტობრივად, მხარეები ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ

31 Mar 2021 01:49

ჩვენ ბევრჯერ გავაცხადეთ, რომ ჩვენთვის ვადამდელი არჩევნები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა არ იქნებოდა ურიგო. ბევრი ფაქტორის გამო, მაგალითად ის, რომ პარტია არ დარჩა ამ ქვეყნაში, რომელიც არჩევნების შემდეგ იგივე მდგომარეობაშია, როგორც არჩევნებამდე იყო, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა „იმედი ფაქტორში“ განაცხადა.


„ამ გაყალბება-არგაყალბების დისკუსიაში დავინახეთ, რომ ფაქტობრივად მხარეები ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის ვინ პარლამენტში ზის და ვინ არ ზის. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში. ამის მტკიცებულება გვაქვს, მაგალითად ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებები, ნიკა მელიას მიმართ ქმედებები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პროკურატურას ნიკა მელიაზე, არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა პარლამენტს იმუნიტეტი გაეუქმებინა. მეორე მხრივ, რა დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამასაც ვხედავთ. მტრული. ჩვენ რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მე დაგიძახოთ რუსების აგენტები, თქვენ მიპასუხოთ, რომ ვართ ანტიდასავლური ძალა, ხომ გასაგებია, რომ ჩვენ არაფერზე შევთანხმდებით. ეს არის პრობლემა. 

როდესაც ნოემბერში ვითხოვდით ვადამდელ არჩევნებს, საიდან გაჩნდა პოზიცია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილება კონსტიტუციაში, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ერთმანეთის პოლიტიკური დევნა და ა.შ. „ქართული ოცნების“ უდაო პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს ამ კრიზისში, რომ მათი მმართველობის შედეგად არ დაგვრჩა ინსტიტუცია, რომელსაც ვენდობით. იმიტომ კი არა, რომ გირაო გადასახდელია ან არ არის გადასახდელი, უბრალოდ არავინ ენდობა პროკურატურას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.



imedinews.ge 








კომენტარები:

ფართი შოპი