იაპონიის ქალაქ კიოტოში საკურა ბოლო 612 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავდა

31 Mar 2021 02:05

ალუბლის ყვავილობის სეზონი, რომელიც იაპონიაში გაზაფხულის დადგომის ნიშანია, ბოლო 612 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე დადგა. ამის შესახებ BBC წერს.


გამოცემის ინფორმაციით, წელს ქალაქ კიოტოში საკურის ყვავილობის აქტივობამ პიკს 26 მარტს მიაღწია, რაც ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ადრინდელი თარიღია. მეცნიერები ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.


საკურის აყვავების თარიღების შესახებ მონაცემები იაპონიის საიმპერატორო კარის დოკუმენტებში 812 წლიდან ინახება. წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როდესაც ყვავილობის აქტივობამ პიკს 27 მარტს მიაღწია.


საკურა იაპონიაში მხოლოდ 4 დღის განმავლობაში ყვავის, თუმცა ეს მოვლენა ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი