"დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას" - რას წერს გიორგი გახარია

31 Mar 2021 14:00


"დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას" - რას წერს გიორგი გახარია

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს:

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი­სა და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ეს გარ­დამ­ტე­ხი დღეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში - 1991 წლის 31 მარტს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღია.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ჩათ­ვლით. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფუძ­ნე­ბა მათი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა და ეს ისე­ვე უნდა გვახ­სოვ­დეს, რო­გორც ის, რომ ჩვე­ნი ეს რე­გი­ო­ნე­ბი ჯერ კი­დევ რუ­სე­თის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. დღეს, პა­ტივს მი­ვა­გებთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მე­რაბ კოს­ტა­ვას ხსოვ­ნას, რო­მელ­თა წვლი­ლიც გან­მსა­ზღვრე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ - გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა­ში.

სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა გრძე­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე პრო­ცე­სია და ამ პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. 30 წელი გა­ვი­და სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან...

გუ­შინ­დელ­მა დღემ კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნა, რომ რა­დი­კა­ლიზ­მი და რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი კვლა­ვაც ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლი­და და უშ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას.

ჩვენ უნდა და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია და ვიზ­რუ­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა­ზე" - წერს გი­ორ­გი გა­ხა­რია.



ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი