ლევან იოსელიანი: 30 წლის წინ, ამ დღეს, დაიბადა ქართული სახელმწიფო

31 Mar 2021 15:52

„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, გავუძღვე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ლევან იოსელიანმა აფხაზ და ოს თანამოძმეებს ქართული სახელმწიფოს შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ 30 წლის წინ, ამ დღეს, დაიბადა ქართული სახელმწიფო. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ ჩვენთან ერთად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს შექმნას და იმედი გამოვთქვა, რომ ეს სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.






კომენტარები:

ფართი შოპი