რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის პროცესში ჩართვა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

31 Mar 2021 16:00


რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის პროცესში ჩართვა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა 55 წლის ზე­მოთ პი­რებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.


მისი თქმით, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ მი­ი­ღო.


"ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ იმ კა­ლენ­დარ­ზე, რომ­ლი­თაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. საბ­ჭომ მი­ი­ღო და­მა­ტე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჯგუფს ჩვენ და­ვა­მა­ტებთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს 55 წლის ზე­მოთ. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ და­ვაკ­ვირ­დით თუ რამ­დე­ნად და­ბა­ლია აქ­ტი­ვო­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც არი­ან 65 წელს ზე­ვით. ასე­ვე იყო საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნა სწო­რედ იმ ჯგუფს შო­რის, რო­მე­ლიც 55-დან 65 წელს მო­ი­ცავ­და", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.


ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი.


რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.


"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი დი­ა­ლი­ზის პა­ცი­ენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მათ­თვის ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ რომ სწო­რედ ეს ჯგუ­ფი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში და მათ­თვი­საც ასე­ვე გა­იხ­სნე­ბა ფან­ჯრე­ბი. 

მათი აცრა მოხ­დე­ბა ად­გილ­ზე იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ისი­ნი გა­დი­ან დი­ა­ლი­ზის თე­რა­პი­ას.


ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩავ­თვა­ლეთ ადა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლე­ბი. ისი­ნიც წარ­მო­ად­გე­ნენ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი