ანრი ხანაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა

31 Mar 2021 16:59

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. ანრი ოხანაშვილმა სტუმარს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტი, ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„ჩვენ გავცვალეთ პოზიციები საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის საკითხებზე. მადლობა გადავუხადე იტალიის ელჩს და იტალიის მთავრობას იმ პროვოკაციულ ქმედებებზე სწორი რეაგირებისთვის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან  ბოლო პერიოდში განხორციელდა.  იტალია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული რჩევა, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციის პოლიტიკას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გურამ მაჭარაშვილი და ალუდა ღუდუშაური.






კომენტარები:

ფართი შოპი