მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ "ავტორიტეტზე" ამბობენ პოლიტპატიმარიაო

31 Mar 2021 17:32

არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ "ავტორიტეტზე" ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზულად ვერ იმსჯელებს იმ სასაცილო არგუმენტზე, რომ რურუას პოლიტიკასთან კავშირი 2500 ლარით დასტურდება.


„ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური "ავტორიტეტი" გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ "ავტორიტეტს" 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. მოცემულობაა, რომ ამ ადამიანმა ეს თანხა ფორმალურად ჩარიცხა „ნაციონალური მოძრაობის" ტელეარხზე იმისათვის, რომ პოლიტიკასთან თითქოს თავისი კონტაქტი დაეფიქსირებინა. მას ამ 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. პირადად ამ ადამიანის შიშით თუ ერთმანეთს ვერ უმხელენ, არ ვიცი, მაგრამ პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც კრიმინალური "ავტორიტეტია" და მისი პოლიტიკასთან კავშირი არ არსებობს,"- განაცხადა მდინარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი