შოპინგი აუთლეტ მაღაზიებში

31 Mar 2021 19:44

ყველას ძალიან გვსიამოვნებს როდესაც კარგად გამოვიყურებით და იმ მომენტში, როცა სახლიდან გასვლისას სარკეს შევავლებთ ხოლმე თვალს, გვინდა იქიდან გემოვნებით ჩაცმული ადამიანი შემოგვცქეროდეს. ჩაცმულობაზე ზრუნვას ყველა ჩვენგანი ყოველთვის დიდ დროს უთმობს, შოპინგი კი რელაქსაციის ერთგვარი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკვე ძალიან ბევრი გემოვნებიანი სამოსი გაქვს, ეს მაინც არ არის საკმარისი და ახალი მაინც გვინდა, თუმცა შეიძლება ფინანსები ყოველთვის ხელს არ გვიწყობდეს. შოპინგის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ახალი ადგილის ძიებაა, სადაც ჩვენთვის საინტერესო სამოსს შედარებით დაბალ ფასად ვიპოვით. ახალი ალტერნატივების ძიებისას, შეიძლება უბრალოდ გადავწყვიტოთ მკერავთან მისვლა სასურველი დიზაინის ტანსაცმლისთვის, ზოგიერთი ჩვენგანი კი მეორადებისკენ შეიძლება გაეშუროს, თუმცა დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება აუთლეტ მაღაზიებში სტუმრობა.


აუთლეტი ტანსაცმლის ისეთი მაღაზიაა, სადაც თავმოყრილია კონკრეტული ბრენდების წინა წლის კოლექციები, რომლის გაყიდვაც სეზონზე ვერ მოასწრეს და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები ღირს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ნაწარმს გარეგნულად უმნიშვნელო წუნი ჰქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უხარისხოა, როგორც წესი, შეიძლება შესამჩნევადაც რთული იყოს. აუთლეტში კონკრეტული ტანსაცმლის რაოდენობა შეიძლება შეზღუდული იყოს, ამიტომ თუ რაიმე გულში ჩაგივარდებათ, სასურველი იჩქაროთ მისი შეძენა, რადგან შეიძლება სხვა დროს აღარ დახვდეთ და გაწბილდეთ.


ჩვენს ქვეყანაში აუთლეტ მაღაზიებისადმი ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატებს, შესაბამისად მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, ჩნდება ახალი ადგილები, სადაც სხვადასხვა ბრენდები შეიძლება იყოს განთავსებული. აუთლეტ მაღაზიას შეიძლება შეხვდეთ როგორც საკუთრივ ცალკე არსებულ, კონკრეტული ბრენდის მაღაზიას ქალაქის ქუჩებში, ასევე დიდ მოლებში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის მაღაზიებთან ერთად განთავსებული იყოს ბრენდების აუთლეტები, ბოლო დროს კი გაჩნდა შესაძლებლობა, „სოფლის“ კონცეფციით შექმნილიყო მხოლოდ ამ ტიპის მაღაზიებზე მორგებული ადგილი, რომელიც გააერთიანებდა მხოლოდ ბრენდების აუთლეტებს. თბილისი აუთლეტი სწორედ ასეთი ადგილია, რომელიც ყველაზე დიდი აუთლეტ სოფელია ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და სადაც განთავსებულია როგორც საერთაშორისო, საკმაოდ ცნობილი და საყვარელი, ასევე ადგილობრივი ბრენდები. არჩევანის მეტი თავისუფლება კი სტუმრებისთვის მეტი კომფორტის მინიჭების საშუალებას იძლევა.


თბილისი აუთლეტი 2020 წლის 9 ნოემბერს თბილისში გაიხსნა და მდებარეობს კავსაძის 3-ში. აქ თავმოყრილია ადგილობრივ ბრენდებთან ერთად ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Armani, Chanel, Dior, Gucci, Dolce & Gabbana, Nike, Adidas, Puma, New Balance, Kappa, Levi’s, Diesel, Lee Wrangler, Calvin Klein Jeans, Mavi და მრავალი სხვა.


ამ ეტაპზე, მთავარი მიზანია აქ მოსულ შესთავაზოს მაღალი ხარისხის მომსახურება, მაღალი კომფორტისა და დიდი არჩევანის სინთეზით კი აუცილებლად მოიგებს ნებისმიერის გულს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს საქმიანობა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში დაარსებულ ბრენდებს მეტი ყურადღების მიქცევაში, ახალი ბრენდები კი საკუთარ თავს მარტივად გააცნობენ საზოგადოებას თავს. თბილისი აუთლეტი ღიაა სტუმრებისთვის არამხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან, არსებული კონცეფცია საშუალებას იძლევა შოპინგის ახალი გამოცდილება დაამკვიდროს ბაზარზე.



კომენტარები:

ფართი შოპი