რა არის საჭირო ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

31 Mar 2021 19:46

დღევანდელი რეალობა სავსეა უამრავი გამოწვევებით, მათი დაძლევის გზა კი გარემოსთან ადაპტაციის სწრაფ უნარსა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაზე გადის. გასული წელი ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და მენეჯერები იძულებულები გახადა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები დროის მცირე მონაკვეთში მიეღოთ. ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა მეორე მხრივ რომ შევხედოთ, აუცილებელი გახდა ახალი ალტერნატივები მოგვესინჯა - ყველას ერთიანად მოგვიწია კიდევ ერთხელ შეგვებიჯებინა გაუკვალავ თოვლში და უამრავი რამ გვესწავლა, მივხვდით, რომ ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია დღეს, ისე როგროც არასდროს, სასიცოცხლოდ აუცილებელია გამარჯვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო, პანდემია ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა კომპანიებისთვის გაციფრულებისკენ მიმავალ გზაზე.


ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ყოველდღიურობაში დანერგვა მუდმივი პროცესია, რომელიც აუცილებელია შესაბამისობაში მოდიოდეს ორგანიზაციულ სტრუქტურასთან და სწორად იყოს ინტეგრირებული. კომპანიისთვის ფუნდამენტური საკითხია კიბერუსაფრთხოება საუკეთესოდ დაცული ქონდეს, რათა არ მოხდეს სისტემაში რაიმე სახის შეღწევა და ინფორმაციის მოპარვა. არ აქვს მნიშვნელობა კომპანია განვითარების რა ეტაპზეა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა თავის დაზღვევა - შეიძლება „ჰაკერების“ ჯგუფის ორგანიზებული შეტევა არ მოხდეს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია კომპანიის გარეთ გადის. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მთავარი პრობლემა ციფრული უსაფრთხოების ნორმების არასწორად დაცვაა.


არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაცია ადგილობრივია თუ საერთაშორისო, კიბერუსაფრთხოება თუ სუსტია, არსებობს მაღალი რისკი, რომ პრობლემები მოულოდნელად გამოჩნდეს, რაც ხელს შეუშლის კომპანიას დასახული მიზნებისკენ სვლაში. ამის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია თანამშრომლობა კომპეტენტურ ადამიანებთან, ვისაც აქვს შებამისი გამოცდილება და კარგი რეპუტაცია. ქართულ ბაზარზე ამ სფეროში ლიდერი კომპანიაა UGT, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი ისეთი პარტნიორი კომპანია ყავს, როგორიცაა HPE, Dell Technologies, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა კორპორაციები.


კომპანია იუ-ჯი-თი საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია საქმიანობს და ორგანიზაციებს ეხმარება IT ინფრასტრუქტურული სისტემების დანერგვაში, ფრონტალური ბიზნეს-აპლიკაციების შექმნაში, საკუთარი დატა-ცენტრის მეშვეობით კი ორგანიზაციებს სთავაზობს უახლეს ქლაუდ სერვისებს. ამას გარდა, იუჯითი კომპანიებს აწვდის ისეთ ბიზნეს აპლიკაციებს, როგორიცაა ადამიანური რესურსების მართვა და მისი ავტომატიზირებული სისტემის შექმნა (HRM, HCM), CRM, Power BI და სხვა. ასევე, შენობების მართვა, გადახდები და ნაღდი ფულის დამუშავება, ვიდეო მონიტორინგი, მზის ენერგია და სხვა.


UGT-ის კომპეტენციაში შედის ორგანიზაციებში შექმნას ისეთი სისტემები, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის, დამუშავების, დაცვის, ახალი სერვისების დანერგვის, მენეჯმენტისა და კონტროლის სისტემები. იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციისთვის კონკრეტულ ამოცანებზე მორგებული მოდელი აირჩიოთ, თითოეული მიმართულებით კომპანია შემოგთავაზებთ სხვადასხვა მწარმოებლის განსხავებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტს.


იმ რეალობაში, სადაც ყველაფერი უკვე გაციფრულებულია,  დიდი მნიშვნელობა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას ეთმობა, რაც ერთგვარი ფუნდამენტია იმისთვის, რომ ორგანიზაციებმა უახლესი ტექნოლოგიებით სარგებლობა შეძლონ და მათი გამოყენებით განვითარდნენ. სწორი სისტემის დანერგვა ერთგვარი მზაობაა, რომელიც გზას ხსნის სიახლეების აღმოჩენისკენ, რაც დღეს ასე ძალიანაა საჭირო არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ დასახული მიზნებისკენ მიღწევისთვის.

 


კომენტარები:

ფართი შოპი