"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი"... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?

31 Mar 2021 21:04


30 მარტს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა, ოთხწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა სას­ჯე­ლი სრუ­ლად მო­ი­ხა­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კარ­თან დახ­ვდა უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ზა­ზუ­კა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და გამ­ზრდელ ბე­ბი­ას­თან წლე­ბით და­შო­რე­ბას.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო და­რა­სე­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ თა­ვად ამ დროს მან­ქა­ნა­ში იჯდა და მისი ემო­ცი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­რის­კა დე­დას სა­ჯა­როდ, უამ­რა­ვი კა­მე­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის თან­ხლე­ბით შეხ­ვედ­რო­და.

რო­გორ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი? - ნინო და­რა­სე­ლი ambebi.ge-ს ესა­უბ­რა:

- რუსო რომ ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ამ დროს მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის იმ­დე­ნად დიდი ტკი­ვი­ლი და უკვე სი­ხა­რუ­ლი იყო, რომ არ მინ­დო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­ვეყ­ნოდ, ყვე­ლას­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, დე­და­ჩე­მი­ვით თავ­შე­კა­ვე­ბა მი­ჭირს. არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი რე­აქ­ცია და ემო­ცია, ამას ხომ წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჩემი შვი­ლე­ბი­სა და რუ­სოს შეხ­ვედ­რა. 27 წლის ზა­ზუ­კა და 12 წლის მა­რი­ტა დე­დამ გა­ზარ­და. ალ­ბათ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზა­ზუ­კა გუ­შინ იყო ბედ­ნი­ე­რი, ასე მგო­ნია, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან სი­მაღ­ლე­შიც კი გა­ი­ზარ­და.




ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი