"ვინოტელთან" შსს პოლიციის კორდონს აძლიერებს

01 Apr 2021 00:24

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის პარალელურად, შსს სასტუმრო "ვინოტელთან" დაცვას აძლიერებს. ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.


სწორედ ვინოტელში ვახშმობენ პუტინის მეგობრები, კრემლის პროპაგანდისტები, რომლებიც ქვეყანაში დრეს საღამოს ჩამოვიდნენ.


"ივანიშვილის რეჟიმი ისევ გავრილოვის ღამის მოწყობას ცდილობს" - აცხადებენ აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პროტესტის გაგრძელებას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.


ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ამ ადამიანს უნდა ედოს ბორკილები - აცხადებენ აქტივისტები. მათი თქმით, შეზღუდვები და რეგულაციები პუტინის მეგობრებისთვის არ მოქმედებს  და ახლა უკვე ამ შეზღუდვას არც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ.


სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მოუწოდებენ მათ პროტესტს შეუერთდნენ.


აქცია კი აქტივისტებმა სპონტანურად, მას შემდეგ დაგეგმეს, რაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერი სამეგობროსთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა.




კომენტარები:

ფართი შოპი