სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ

01 Apr 2021 00:42

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

აქტივისტები იმ სასტუმროსთან იმყოფებიან, სადაც რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად იმყოფება. აქტივისტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად სასტუმროს კარებზე აბრახუნებენ.


მანამდე, რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ, თუმცა პოზნერმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.


არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.






კომენტარები:

ფართი შოპი