პოლიცია და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ობიექტზე შედიან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება

01 Apr 2021 00:58

პოლიცია შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ სასტუმროში შედიან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება.


მანამდე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, რომელიც აღნიშნულ სასტუმროსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე- 112-ზე დარეკა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სასტუმროში მყოფი რუსული დელეგაციის წარმომადგენლები „კომენდანტის საათს“ არღვევდნენ.


სწორედ ამის შემდეგ პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები სასტუმროში შევლენ და ვითარებაში გაერკვევიან.


„ვინც გადაადგილების შესახებ შეზღუდვას დაარღვევს, ყველაზე მივიღებთ შესაბამის ზომებს“,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.


გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი სასტუმრომდე პოლიციამ მიაცილა.




კომენტარები:

ფართი შოპი