სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმიერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ავტობუსი შევიდა, რომელსაც აქტივიტებმა კვერცხები ესროლეს

01 Apr 2021 08:49

სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმიერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ავტობუსი შევიდა.


სავარაუდოდ, სწორედ ამ ავტობუსით უნდა დატოვონ მათ სასტუმროს ტერიტორია.


ავტობუსთან პოლიციამ კორდონი გააკეთა და ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს.


შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.


ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმრო "რუმსში" არიან დაბინავებული. "რუმსის" ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.



კომენტარები:

ფართი შოპი