სასტუმრო „რუმსი“ ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით შეძახილების ფონზე დატოვეს

01 Apr 2021 08:56

სასტუმრო „რუმსი“ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა დატოვეს. ისინი პოლიციის კორდონის საშუალებით ავტობუსში ჩასხდნენ. აქტვისტებმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.


როგორც დავით ქაცარავამ განაცხადა, მას არ დაუნახავს, იყო თუ არა აღნიშნულ პირებს შორის თავად პოზნერი.


შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.






კომენტარები:

ფართი შოპი