უმკურნალეთ ალკოჰოლდამოკიდებულებას

01 Apr 2021 09:05


უმკურნალეთალკოჰოლდამოკიდებულებას

ალკოჰოლიზმი პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი განსაკუთრებული ლტოლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება, რომელსაც ლოთობას ვეძახით, ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას იწვევს. ასეთი ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახსა და საზოგადოებას, ზოგჯერ კი სიკვდილის მიზეზიც ხდება. ალკოჰოლის არასწორ გამოყენებას შეიძლება, მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შემდეგ კი – ღვიძლის ციროზი და ტვინისმხრივი დარღვევები.

ალკოჰოლისადმი ლტოლვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას, გუნება-განწყობის ამაღლებას და დაძაბულობის მოხსნას იწვევს.

მისკენ მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტირებას, ისინი, ვინც ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მუშაობენ.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური პირობები, აღზრდა, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე, ტრადიციები, მემკვიდრეობითი ფაქტორები, ხასიათის თავისებურება და მეტაბოლური ცვლის დარღვევა.

საშუალო ხარისხის სიმთვრალის დროს აუცილებელია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის ლიტრანახევარი-ორი ლიტრი სუსტი ხსნარით.

მძიმე სიმთვრალის შემთხვევაში ადამიანს დახმარება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაეწიოს. ღებინების გამოწვევა რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლოა პირნაღები მასის უნებლიე ჩასუნთქვა, რაც საზიანოა.

აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ხარისჩლიქას დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 10-15 წუთი. შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ერთი სადილის კოვზი ნაყენი ჩაასხით 1 ჭიქა არაყში.
ეს ნარევი იწვევს პირღებინებას და ალკოჰოლის ძლიერ ზიზღს. ზოგიერთ ალკოჰოლდამოკიდებულზე ეს ხერხი ძალიან კარგად მოქმედებს.

ღვინოში ცოცხალი თევზის სისხლი გაურიეთ და დაალევინეთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ან აიღეთ კომბოსტოს თესლი, დანაყეთ და ღვინოში გაურიეთ.

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ქათმის სკორე, კარგად აურიეთ ნახევარ ლიტრ არაყში, დაალევინეთ ავადმყოფს, რაც მეტს დალევს უკეთესია. ამის შემდეგ უნდა დაეწყოს პირღებინება, რომელიც დაახლოებით 4 დღე გაგრძელდება. ამ პროცედურის შემდგომ მას სპირტიანი სასმლის დანახვაც კი აღარ უნდა მოუნდეს.

აიღეთ ხარისჩლიქას ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები და ორი ჩაის კოვზი წენგო. შეურიეთ და ამ ნარევის ერთი ჩაის კოვზს, დაასხით ღვინო და ისე მიიღეთ. ეს რეცეპტი გათვლილია 4 ლიტრ ღვინოზე.

არაყში ჩადეთ 250 გრამი ცისკარას ფესვი და დაფნის ორი ფოთოლი. დააყოვნეთ ორი კვირა და მიეცით ალკოჰოლდამოკიდებულს ერთი ჭიქის ოდენობით. ეს არყისადმი ზიზღს გამოიწვევს.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ისინი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევენ, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით.



თბილისელები






კომენტარები:

ფართი შოპი