ვინ არის მირანდა მირიანაშვილი, ვინც დღეს კრემლის იდეოლოგების მასპინძელია

01 Apr 2021 09:32


ვინ არის მირანდა მირიანაშვილი, ვინც დღეს კრემლის იდეოლოგების მასპინძელია - რუსი მილიარდერის ცოლი, რუსეთში მცხოვრები მომღერალი. მას შემდეგ კი, რაც გიორგი გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა, მირიანაშვილმა აქცია რუსთავი 2-თან დააორგანიზა.

მირიანაშვილის თემას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც ეხმაურება. მან მირიანაშვილის მაშინდელი ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და თან დაურთო პოსტიც, რომელიც მან ორი წლის წინ დაწერა. 

ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

ესეც ჩემი სტატუსი, რ2ში გაბუს თავის მოთხოვნით პუტინისტების მოვარდნის დღეს დადებული.

ხოდა დღესაც ეს სამარცხვინო არსებაა ოცნებისთვის საპატივცემულო ბრიგადის მასპინძელი.

ორი წლის წინაც ასე იყო. ახლაც ასეა. არაფერი არ იცვლება საოცნებო საქართველოში.

-----------------------------------------------------------------

არა, ეს რო არ ნახოთ :)))

მირანდა მირიანაშვილი. ვიღაც რუსი მინიგარქის ცოლი. მოიგონა რო მომღერალია (სინამდვილეში ბიძინას ზებრაზე უარესად ყროყინებს) და ხალხს ფულს უხდის, რომ უსმინონ. მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით - ხან სად და ხან სად აწყობს კონცერტებს, ხალხი ჩაყავს ჩარტერებით და მღერის. ისინიც, ხათრით ან ბანკეტზე რომ დროზე გადაინაცვლონ “იკრის” საჭმელად, ტაშს მიუგდებენ ან ოი მალაძეც ეტყვიან, და ეს უნიჭოც იკმაყოფილებს ავადმყოფ ეგოს.

ხოდა, ახლა ჩაენძრა, "ვეს ვაზმუშონნი ტბილისი საბირაეცა" ტექსტი დაარტყა და ანგარიში ჩააბარა პუტინს, რომ აქ ვართ ჩვენები ყველაო. ამანვე ჩაატარა რუსული დაბდღე მთაწმინდაზე, ცეკვათამაშით, ბავშვების თვალების დათხრის ერთი კვირის თავზე (შაბათის კურირერში იყო) და ახლა ეს რუსაჩკა ყლექალა ხურავს რ2ს.

არა რა, ეს რამაც მოსკოვში ჩაიყვანა დიდი ხნის წინ, იმ საქმეში “ყოფილები” მართლა არ არსებობენ და ამათი დრო ვინც მოაბრუნა საქართველოში, მართლა უნდა ამის ყროყინი ასმენინო სიცოცხლის ბოლომდე და ბანკეტზეც არ გაუშვა, - წერს ნიკა გვარამია. 


მთავარი არხი








კომენტარები:

ფართი შოპი