დღეიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი შემცირდება

01 Apr 2021 10:19


ლურჯი მიკროავტობუსი

ფოტო: თბილისის მერია

სატრანსპორტო სქემის ახალი, ინტეგრირებული სისტემა თბილისში დღეიდან ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს. მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობით, რომელიც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად, 50 თეთრი ეღირება. ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი 1000 მიკროავტობუსით სრულად 2021 წლის ბოლომდე განახლდება.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი