ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

01 Apr 2021 11:15

მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო  აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი  არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი ფრა­ზით არის ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე  და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტესტს იწ­ვევს 2010 წელს  გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა: "აფხა­ზე­თი არას­დროს გახ­დე­ბა  სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი".


ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?


პოზ­ნე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვი­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის 1-ელ აპ­რილს, "დუ­რა­კე­ბის" დღეს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის 87 წლის გახ­და...



"მე მე­სა­მე წე­ლია, რაც თბი­ლის­ში აღ­ვნიშ­ნავ და­ბა­დე­ბის დღეს. მე ჩა­მო­ვე­დი არა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, არა­მედ ჩემი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად", _ გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.


rosbalt.ru-ს მიერ მოზ­მა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პოზ­ნე­რი ამ­ბობს, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­კარ­გუ­ლია, რა­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის წვლი­ლი დი­დია" .



კომენტარები:

ფართი შოპი