ჰუბერტ ქნირში - რურუასა და მელიას საკითხები, ადრე თუ გვიან, გადაიჭრება - კარგი იქნებოდა, თუ 20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა

01 Apr 2021 11:59

„რურუასა და მელიას საკითხები, ადრე თუ გვიან, გადაიჭრება - კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


მან ისაუბრა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა იმ შეთავაზებებზე ხელის მოწერა, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსენსუსის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წარმოადგინა.


“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ჩაერთო, რათა პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება თავის მიზნამდე ბოლომდე ჯერ არ მისულა და ის უნდა გაგრძელდეს. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს კანონები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი და რიგი პროცედურები სასამართლო დარგში. ბატონმა დანიელსონმა ამ კუთხით კარგი და ძალიან კონკრეტული შეთავაზებები წარმოადგინა და კარგი იქნებოდა მათი მიღება პარტიების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიმედოვნოთ, რომ მოცემულ სიტუაციაშიც რაც შეიძლება, მეტი გაუმჯობესება განხორციელდება. ბატონი რურუასა და ბატონი მელიას საკითხებიც ადრე თუ გვიან, გადაიჭრება. ამასთან, კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლოს მაინც დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შემდეგ არჩევნებში ახალი და პატარა პარტიების შანსებს გააუმჯობესებს“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“.



კომენტარები:

ფართი შოპი