"თუ პატრიარქი დაადასტურებს, რომ მე "უძღები შვილი" ვარ, ბოდიშს მოვიხდი, თუ მე დავუდასტურებ, რომ ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან მოინანიოს" - მეუფე პეტრე

01 Apr 2021 18:23


მე­უ­ფე პეტ­რე მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად სა­პატ­რი­ა­რო­ქოს­თან იმ­ყო­ფე­ბა. ის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს.


"უძღებ­მა შვილ­მა" მა­მას მოს­თხო­ვა მისი ქო­ნე­ბის, წი­ლის აღე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა. მა­მამ გა­უშ­ვა, მის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას არ გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. რა თქმა უნდა, ვერ გა­არ­თვა თავი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას „უძღებ­მა შვილ­მა“, ცოდ­ვებ­ში ჩა­ვარ­და, მაგ­რამ, შემ­დეგ გონს მო­ე­გო და მა­მას­თან სი­ნა­ნუ­ლით დაბ­რუნ­და.


თუ პატ­რი­არ­ქი თა­ვის თავს მა­მად მი­იჩ­ნევს, მი­ვე­დი ე.წ. მა­მას­თან და ვუ­თხა­რი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯა­ხის უფ­რო­სი, ამ ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი ყარს, არ არის სუ­ლი­ე­რე­ბა, არის უსა­მარ­თლო­ბა, სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, თქვენ ეკ­ლე­სი­ა­ში უზ­ნე­ო­ბას მფარ­ვე­ლობთ, თქვენ ეკ­ლე­სი­ა­ში მფარ­ვე­ლობთ უსა­მარ­თლო­ბას, პი­რა­დი პა­ტი­მა­რი გყავთ, ამი­ტომ ეს არ არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა და და­ვი­წყოთ ამ ოჯა­ხის სიმ­ყრა­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამის სა­ნაც­ვლოდ მა­მამ, თა­ვი­სი ჭკუ­ით, სახ­ლი­დან გა­მაგ­დო, რა თქმა უნდა, უკა­ნო­ნოდ.


თუ პატ­რი­არ­ქი და­მი­დას­ტუ­რებს, რომ მე „უძღე­ბი შვი­ლი“ ვარ, მზად ვარ მო­ვი­ხა­დო ბო­დი­ში და შენ­დო­ბა ვი­თხო­ვო. მე თუ და­ვუ­დას­ტუ­რებ მას, რომ თა­ვად არის „უძღე­ბი შვი­ლი“, ღვთის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ღმერ­თს გა­ნუდ­გა და ქრის­ტეს კა­ნო­ნე­ბით არ მარ­თავს ეკ­ლე­სი­ას, რა თქმა უნდა, მან უნდა მო­ი­ნა­ნი­ოს“,- აცხა­დებს მე­უ­ფე პეტ­რე.



ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი