პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა

01 Apr 2021 19:17

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ჯერჯერობით „ბრიტანული შტამი“ ფართოდ არ ცირკულირებს.

„ბრიტანული შტამის“ საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანი კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, არც „ბრაზილიური შტამი“ ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება“,-აცხადებს იმნაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი