წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

01 Apr 2021 21:39


"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სკან­და­ლურ ვი­ზიტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მრცხვე­ნია იმის გამო, რაც წუ­ხელ თბი­ლის­ში იმ სას­ტუმ­როს­თან ხდე­ბო­და, სა­დაც ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პოზ­ნე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით და ეჭ­ვის შე­ტა­ნა ბევრ რა­მე­ში შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ არა იმა­ში, რომ ყვე­ლა­ზე სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ერი ვართ. ეს ბავ­შვო­ბი­დან ჩვე­ნი აღ­ზრდი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლია. და აი, იმა­საც მო­ვეს­წა­რი, რომ სა­მარ­ცხვი­ნო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლე­ნენ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­საც მთე­ლი გუ­ლით უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო", - წერს კან­დე­ლა­კი Telegram-ზე.

კან­დე­ლა­კის თქმით, პოზ­ნერს ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი.

"სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის, ვა­სილ წე­რე­თე­ლი­სა და ჩემს გვერ­დით იჯდა და ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი ეს­მო­და. პოზ­ნერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმა­ზე მეტი იცის, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც უეც­რად, სას­ტუმ­როს ფან­ჯრებ­თან მის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს...



ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი