პაატა იმნაძემ განმარტა რატომ არის შეზღუდული მოძრაობა 21:00-დან 05:00-საათამდე

01 Apr 2021 23:36



ისეთი ადამიანები კითხულობენ, რომ 21:00 საათის მერე კორონა აღარ დადისო? – გაგიკვირდება ხოლმე. აქ საუბარია ძალიან მარტივ რაღაცაზე, რომ შეიძლება ერთი ადამიანი მეორე ადამიანს, ერთი ოჯახის წარმომადგენელი მეორე ოჯახის წარმომადგენელს არ შეხვდეს არასაჭირო დროს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნაზე საუბრისას განაცხადა.

„ვისაც საქმე აქვს, მას არ ეხება, ექიმი დადის სამსახურში, ღამის ცვლაშიც და მორიგეობს კიდეც, აქ ლაპარაკია, რომ თავისუფალი გადაადგილება არ იყოს, ადამიანებმა ერთმანეთთან არ იარონ“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, რადგან მოსახლეობა წესებს არ იცავს, დღეს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შენარჩუნება ერთადერთი ბერკეტია.

„დღეს ერთადერთი ბერკეტი ეს არის დარჩენილი, რადგან სამწუხაროდ, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის წესს არ ვიცავთ, დღეს ესეც რომ არ იყოს, ზუსტად 2-3 კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.



რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი