დედა სოსანა კომენდანტის საათის დროს ღია ცის ქვეშ დარჩა - მას მარტვილის დედათა მონასტერში არ უშვებენ

01 Apr 2021 23:44


მეუფე სტეფანეს მიერ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული დედა სოსანა, მონასტერში არ შეუშვეს. ცნობილი ხდება, რომ დედა სოსანა მარტვილში თბილისიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, მონასტერში მისვლის შემდეგ კი მას კარი ცაგერიდან და ლენტეხიდან ჩამოყვანილმა დედებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებენ. 

დედა სოსანა, დედა ნინო გამყრელიძესთან ერთად, ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კარებთან, თავსხმა წვიმაში დგას და დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მომსახურე დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს.



მთავარი არხი ..



კომენტარები:

ფართი შოპი