"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი" - რას წერს მაკა ჩიჩუა, რომელიც გუშინ 50 წლის გახდა

01 Apr 2021 23:52


"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი" - რას წერს მაკა ჩიჩუა, რომელიც გუშინ 50 წლის გახდა


საქართელოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გუშინ იუბილარი გახლდათ. მას 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ დაბადების დღის მისალოცი გზავნილების ავტორებს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე არნიშნა, რომ "მშვენიერი საჩუქარია ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი"

"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი!!!!დიდი მადლობა მეგობრებო, ამდენი კეთილი სიტყვებისთვის !
სიტყვას დიდი ძალა აქვს !!!!ს იტყვას შეუძლია ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით -გაანადგუროს ადამიანი ...
გაუმარჯოს ღირსებას და ბრძოლას ღირსების დასაცავად.
მიყვარხართძალიან !!! ძალიან !!!!
ყველა გზავნილს სიხარულით ვკითხულობ და ძალა მემატება !
გაგვიმარჯოს ყველას ერთად" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერზდე მაკა ჩიჩუა.

მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა და მას დაგეგმილზე ადრე მოუწია მოსკოვში დაბრუნება.


პოზ­ნე­რის თქმით,იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვი­და.


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი