გუშინ სასტუმროდან ნიკოლოზ ცისკარიძეც გააძევეს - რას წერს ქართველი ბალერონი, რომელიც სასტუმროს მეპატრონემ იცნო

02 Apr 2021 10:39


პოზ­ნე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად, რუს შო­უ­მე­ნებ­თან ერ­თად, სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტელს" სტუმ­რობ­და, ის სტუმ­რებ­თან ერ­თად ვახ­შმობ­და. თუმ­ცა სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­წია. სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტე­ლი" კი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, 10 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტე­ლი" ბიზ­ნეს­მენს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რს ბენო ქა­შა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის. რო­გორც ქა­შა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი 35-კა­ცამ­დე იყ­ვნენ და მათ შო­რის მხო­ლოდ 2 ადა­მი­ა­ნი იცნო: თა­ვად პოზ­ნე­რი და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე. "ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მათ შო­რის ჩემ­თვის ნიკა ცის­კა­რი­ძე იყო", - გა­ნა­ცხა­და ქა­შა­კაშ­ვილ­მა.

„ცის­კა­რი­ძე პოზ­ნერს და­ბა­დე­ბის დღეს "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ულო­ცავს და წერს:

ძვირ­ფა­სო ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვიჩ, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბით. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია თქვე­ნი აზრი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მაქვს პა­ტი­ვი თქვენ­თან მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა. გი­სურ­ვებთ, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდხანს გქონ­დეთ ძალა და სურ­ვი­ლი შეკ­რი­ბოთ დიდი კომ­პა­ნია და იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. გეხ­ვე­ვით თქვენ და თქვენ ნა­დი­უ­შას. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის თქვე­ნი კო­ლია...“



რეზონანსი





კომენტარები:

ფართი შოპი