პარლამენტში დღეს თეა ახვლედიანს მოუსმენენ

02 Apr 2021 10:48

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენს.

სხდომაზე აქცენტები გაკეთდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგებსა და რეაგირების მექანიზმებზე. ასევე საუბარი იქნება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებზე.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი