შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

02 Apr 2021 11:56

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,
ფატმა ჯერენ იაზგანთან.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული
ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით
არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით,
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში
თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების
გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი
კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.






კომენტარები:

ფართი შოპი