15 წვრილმანი, რომელიც ყოველ გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ

02 Apr 2018 02:47

გაზაფხული მშვენიერი მიზეზია, რომ მოვაწესრიგოთ კარადა, უჯრები, პირადი და საოჯახო ნივთები... 



1. გარდერობი

გადაახარისხეთ ზამთრის სამოსი. თუ რამე აღარ მოგერგოთ, გააჩუქეთ. დალაქავებული ან დახეული ნივთები - გადაყარეთ. 


2. ნუ წამოხტებით

გაღვიძების შემდეგ ნუ წამოხტებით, ჯერ სუნთქვითი ვარჯიში ან მედიტაცია გააკეთეთ. ეცადეთ, დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმნათ. 


3. კოსმეტიკა

გამშრალი ტუში, ჩრდილები და კრემის ნარჩენები ურნაში ჩაყარეთ. იქვე მიუჩინეთ ადგილი ვადაგასულ კოსმეტიკას. 


4. შეკეთება

განაახლეთ ნივთები, გამოცვალეთ გადამწვარი ნათურა. ჭრიალა კარები დაზეთეთ. 


5. ქაღალდები

ქვითრები, ბილეთები, ინსტრუქციები, რაც არ გჭირდებათ, ყველაფერი ურნაში გადაყარეთ. 


6. ადამიანები

ნუ გაგიკვირდებათ, ტოქსკური ადამიანები თუ გყავთ გარშემო დაემშვიდობეთ მათ, რატომ უნდა დაკარგოთ დრო მათზე?!. 


7. გართობა

მოიწყვეთ ველოსიპედით გასეირნება, პიკნიკი ბუნებაში...


8. მანქანა

მოაწესრიგეთ ყველა კუთხე-კუნჭული. ნოხები, სალონს მტვერსასრუტით ჩამოუარეთ. 


9. ყვავილები

რაფაზე ერთი ქოთანი მაინც დადგით. ის საგაზაფხულო განწყობას შეგიქმნით. 


10. სამზარეულო

გადაყარეთ ვადაგასული პროდუქტები, გაბზარულ-გატეხილი ნივთები. 


11. ფანჯრები

კრიალა ფანჯრებიდან მეტი მზე და ენერგია შემოვა. 


12. გამოიძინეთ

ეცადეთ, ერთი და იმავე დროს დაწვეთ და ადგეთ. საწოლში გაჯეტებს ნუ გამოიყენებთ. 


13. გამოწერები

დატოვეთ ყველა ის ჯგუფი, რომელიც დროს გაკარგვინებთ. გადაამოწმეთ ელფოსტა. წაშალეთ უსარგებლო წერილები. 


14. სამალავები

საწოლის ან კარადის ქვეშ გამოწმინდეთ და შეიძლება "სამალავებში" დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს მიაგნოთ. 


15. სიხარული

მეტი დრო დაუთმეთ იმ ჰობის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გაზაფხული ხომ პოზიტიური ემოციების პერიოდია. 


რუსუდან გელაშვილი

"მარაო"


კომენტარები:

ფართი შოპი