"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

02 Apr 2021 12:52


"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­ში" («The Daily Telegraph») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმოგ­ზა­უ­რონ“, რო­მელ­შიც საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი თბი­ლის­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი (ავ­ტო­რი - ნა­ტა­ლია ვა­სი­ლე­ვა, გა­ზე­თის კო­რეს­პონ­დენ­ტი რუ­სეთ­ში).

"გა­ა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრბო ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ფე­შე­ნებ­ლურ სას­ტუმ­როს­თან შე­იკ­რი­ბა, სა­დაც რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. პრო­ტეს­ტი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ: ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ 87 წლის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო მის მიერ 2010 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ­ლის თა­ნახ­მად, "აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლებს, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად ყოფ­ნა აღარ სურთ“.

კრემ­ლმა იმა­ვე დღეს დაგ­მო თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოხ­ტა რუსი ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გამო. აქვე ვი­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის დას­ვე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რულ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს. "სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო გახ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის და ეს რე­ა­ლო­ბა რუ­სებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ“, - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გამო.

რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნეთს 2008 წლის აგ­ვოს­ტო­დან მტრო­ბენ, როცა მათ შო­რის ხან­მოკ­ლე ომი მოხ­და და რო­მე­ლიც სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მათი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გა­ე­რომ არ აღი­ა­რა. თა­ვის მხრივ, რუ­სეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა რო­გორც პირ­ველს, ასე­ვე მე­ო­რეს, მაგ­რამ მათი ფორ­მა­ლუ­რი ანექ­სია არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.


ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი