"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

02 Apr 2021 14:34


"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სის რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა («BBC russian») გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, სა­თა­უ­რით: "კრემ­ლის "ლუქს-კლა­სის“ კა­რან­ტი­ნი: რო­გორ მუ­შა­ო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო ობ­სერ­ვა­ტო­რე­ბი პუ­ტი­ნის მფრი­ნა­ვე­ბი­სა და მას­თან მო­სა­უბ­რე­ე­ბი­სათ­ვის პან­დე­მი­ის დროს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გად­მო­ცე­მუ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. მა­სა­ლა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ იმ­ყო­ფე­ბი­ან კა­რან­ტინ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მფრი­ნა­ვე­ბი, მძღო­ლე­ბი, ექი­მე­ბი და უბ­რა­ლოდ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ხვდე­ბი­ან პრე­ზი­დენტს და მას­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო დამ­კვირ­ვე­ბელ-ობ­სერ­ვა­ტო­რე­ბის ფუნ­ქცი­ებს, ასე­ვე ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად თან­ხე­ბის ხარ­ჯვის კრემ­ლი­სე­ულ მე­თო­დებს.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

შარ­შან, 2020 წლის მარ­ტის ბო­ლოს, როცა რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­და, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ქვეყ­ნის სხვა პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რაზ­მის "რო­სი­ას“ ეკი­პა­ჟი პირ­ვე­ლად "ჩა­ი­კე­ტა“ კა­რან­ტინ­ში, მოს­კო­ვის ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "დესნა“. მას შემ­დეგ პი­ლო­ტე­ბი, მძღო­ლე­ბი, მე­დი­კო­სე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მირ პუ­ტინს ხში­რად ხვდე­ბი­ან, რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე კვი­რას კრემ­ლის სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში და სას­ტუმ­რო­ებ­ში. პამ­დე­მი­ი­სა­გან მათ და­სა­ცა­ვად პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 6,4 მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი (და­ახ­ლო­ე­ბით 85 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი