პოზნერი პროტესტს იმსახურებდა, მაგრამ მეშინია, რომ ამას ცუდი ამბები მოჰყვება - გივი სიხარულიძე

02 Apr 2021 17:22




მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება, „რეზონანსთან" საუბარში ღნიშნავს, რომ იმ მწვავე განცხადების მერე, რომ საქართველო აფხაზეთს ვერასდროს დაიბრუნებს, რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლა შეცდომა იყო.

„მე ნახევრად რუსი ვარ, დედა მყავს რუსი და ძალიან მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ არ მიყვარს რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო გენერალიტეტი, რაც შეეხება იმას, რაც თბილისში მოხდა, თვითონ პოზნერი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო, იმ განცხადებების შემდეგ, რომ საქართველო აფხაზეთს ვერასდროს დაიბრუნებსო.

„პოზნერი ამ პროტესტს იმსახურებდა, მაგრამ მეშინია, რომ ამას ცუდი ამბები მოჰყვება, ისედაც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს," - განაცხადა გივი სიხარულიძემ.


რეზონანსი





კომენტარები:

ფართი შოპი