ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."

02 Apr 2021 17:34


ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."

ლალი მო­როშ­კი­ნა ახალ ცხოვ­რებს იწყებს - ის სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან სიღ­ნაღ­ში გა­დას­ვლას გეგ­მავს, სა­დაც სა­კუ­თა­რი სას­ტუმ­რო აქვს. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ეს და რამ­დე­ნი ხნით და­ემ­შვი­დო­ბე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას? - ამ თე­მა­ზე ლალი მო­როშ­კი­ნა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- დიდი სა­ბან­კო ვალი და­მიგ­როვ­და, რად­გან კა­ხეთ­ში სას­ტუმ­რო ავა­შე­ნე, მერე მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნით, მივ­ხვდი, რომ აუ­ზიც უნდა და­მე­მა­ტე­ბი­ნა. და­ვი­წყე აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბაც, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ მო­მის­წრო და სამ­წუ­ხა­როდ, სას­ტუმ­როს ვე­ღარ ვა­მუ­შა­ვებ, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ თბი­ლის­ში სახ­ლი გავ­ყი­დო.

- გა­მო­დის რომ პან­დე­მი­ამ დიდი ზა­რა­ლი მო­გა­ყე­ნათ...

- დიახ, ზა­რა­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ვეჭ­ვობ, მის და­ფარ­ვას თბი­ლი­სის სახ­ლის გა­ყიდ­ვაც არ ეყო­ფა. ახლა მყიდ­ვე­ლიც კი არ არის, ხალ­ხი გა­ღა­ტაკ­და და სი­ნათ­ლეც არ ჩანს...

- თბი­ლი­სის სახ­ლის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ სად აპი­რებთ ცხოვ­რე­ბას?

- სიღ­ნაღ­ში უნდა ვი­ცხოვ­რო, სხვა რა გზა მაქვს, თუმ­ცა იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

სახ­ლიც ჩემი ხე­ლით ავა­შე­ნე და გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი, პან­დე­მი­ამ მთელ მსოფ­ლი­ოს გა­და­უ­ა­რა და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. არას­დროს მქო­ნია ფუ­ლა­დი და­ნა­ზო­გე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რი კრა­ხის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი, თუმ­ცა ოპ­ტი­მის­ტი ვარ, ვფიქ­რობ, შევ­ძლებ და მუ­ყა­ი­თი შრო­მით ახალ ცხოვ­რე­ბას ავა­შე­ნებ...





კომენტარები:

ფართი შოპი