დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დედა სოსანას განუსაზღვრეს სხვა მონასტერში გადასულიყო, ამის შემდეგ ის მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში რომ არ შეუშვეს, საკვირველი აღარაა

02 Apr 2021 17:39

დედა სოსანას განუსაზღვრეს სხვა მონასტერში გადასულიყო, ამის შემდეგ ის მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში რომ არ შეუშვეს, საკვირველი აღარაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეპარქიას განაგებს კონკრეტული მღვდელმთავარი და გადაწყვეტილებებასაც თავად იღებს.

„დედა სოსანას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, მარტვილის მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი, მღვდელმთავარი იღებს ყველა გადაწყვეტილებას მონასტერთან დაკავშირებით. დედა სოსანას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო. ამის შემდეგ რომ არ შეუშვეს, აღარაა უკვე საკვირველი. რაც შეეხება პოლიციის გამოძახებას, მე რამდენადაც მოვისმინე, თვითონ დედაომ გამოიძახა პოლიცია, რათა „კომენდანტის საათის“ პირობებში, ის სხვა მონასტერში გადაეყვანათ",- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი