პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა

02 Apr 2021 18:02

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს

საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი თანამშრომლობის

ძირითად მიმართულებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ორ

ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ

უფრო გაძლიერებაზე.

 

„დღეს შევხდი ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ბატონ რან გიდორს. ისრაელის სახელმწიფოს

ელჩთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და გავდივართ ყველა იმ საკითხს, რომელიც

მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოსთვის და ისრაელისთვის

ორმხრივად საინტერესო და პრიორიტეტული საკითხების წინ წასაწევად აუცილებელია

ახალი გზების მოძიება.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, პანდემიით შექმნილ

გამოწვევებზე და საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო - ეკონომიკური

ურთიერთობების გაძლიერებაზე. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

საუბრისას, ბატონ ელჩს გავაცანი ის მიმდინარე საკითხები, რასაც აკეთებს დღეს

ხელისფლება ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების კუთხით.

საქართველოს ისრაელის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავს, რომელიც გვერდში გვიდგას

და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ არსებულ მეგობრულ

ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა შეხვედრის

დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.

შეხვედრის ერთ-ერთ თემას, საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის

პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და მის ფარგლებში საპარლამენტთაშორისო

ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენდა. შეხვედრისას კახაბერ

კუჭავამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა გამოიყენოს მაქსიმალური

შესაძლებლობები, რათა ისრაელთან არსებული ურთიერთობები საკანონმდებლო

დონეზე, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს მომავალ წლებში.

 




კომენტარები:

ფართი შოპი