არ იცხოვრო ისე როგორც დაგიწესეს, ნუ გარდაიცვლები წინასწარ, შენი ცხოვრება და სტილი გამოიგონე - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან

02 Apr 2021 18:26

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და მოტივატორი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, თუ ეს ნამდვილად გსურთ, მაგრამ თავს იკავებთ გარკვეული სტერეოტიპების გამო.


ნუ ივლით მოკლე და სხვა გზებით, თუ თქვენ ეს არ გსურთ, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მარტივი და ახლო გზა არ მიდის...

ნუ მიირთმევთ იმას რაც არ მოგწონთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დანაყრდეთ...

ნუ შეიმოსებით იმ სამოსით რაც არ მოგწონთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდურიაო ასე გითხრეს...

ნუ დაჰყოფთ არასასიამოვნო მოსაუბრესთან დროს, მხოლოდ იმიტომ რომ ზრდილობიანები გამოჩნდეთ...

ნუ მოუსმენთ კლასიკას თუ თქვენ ეს არ გაბედნიერებთ....

ნუ ჩამოხსნით წვიმაში სარეცხს, თუ თქვენ არ გაწუხებთ რომ აწვიმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო...

ნუ ჩააბარებთ იმ პროფესიაზე, რომელიც თქვენ არ გიყვართ, არ მოგწონთ და ნათესავებს უნდოდათ ასე...

ნუ იცხოვრებთ იქ და მასთან, სადაც და ვისთანაც არ გინდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ წესებს ვერ დაარღვევთ...

ნუ იმუშავებთ იქ სადაც მხოლოდ ხელფასი გაჩერებთ...

ნუ გეშინიათ სხვების! სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის გვეშინია, არადა იგი ხელგამოწვდილი მეგობარია ჩვენი და ვერასოდეს გახდება საშიში, თუკი საკუთარ თავს არ მოვიტყუებთ!

ნუ ეტყვი თავს რომ იანვარია, თუ შენ უბრალოდ აპრილს გრძნობ, მხოლოდ იმიტომ, რომ პირობითად იანვარი დაარქვეს მაშინ....

ნუ გარდაიცვლები წინასწარ ნურაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც უნდა გარდაიცვალო...

არ იცხოვრო ისე როგორც დაგიწესეს, შენ შენი ცხოვრება და სტილი გამოიგონე...


tia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი