"დღეს, თაფლის სანთელს ვერსად ვერ შეხვდებით!"- რა შემადგენლობის სანთლებს ვყიდულობთ ეკლესიებში

27 Jun 2017 01:26

"საპატრიარქოში არსებობს შიდა დაპირისპირებები საეკელსიო სათლების და ნივთების თემების ირგვლივ. მაღალ და უფრო მაღალ იერარქიებზე მყოფ სასულიერო პირებს გახსნილი აქვთ ცეხები, სადაც მზადდება საეკლესიო ნივთები, ხატები და ა.შ. ასევე, გაგხსნილი აქვთ საეკლესიო სანთლების ცეხები",- გვიყვება ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე.


"ვინმემ იცის რა სანთლებს ვანთებთ ეკლესიებში? ეკლესიებში, დღეს, ვერ შეხვდებით თაფლის ნამდვილ სანთლებს, საერთოდ ამოღებულია გამოყენებიდან თაფლის სანთელი და ის სანთლები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ ეკლესიებში, დამზადებულია ნავთობ-პროდუქტებისგნან დამზადებული პარაფინისგან და თაფლის სუნი მიცემული აქვთ ხელოვნური ქიმიური სითხეებით. აი, ამ ზემოთხსენებული ბიზნესების გამო წყვეტენ ერთმანეთს დღეს მაღალი სასულიერო პირები, ვერ იყოფენ - რომელ ელესიაში ვისი ნივთები უნდა გაიყიდოს და ვისი სანთლები რომელ მაღაზიაში უნდა გაიყიდოს."


წყარო: გაზეთი "ალია"

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი