სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

02 Apr 2021 18:54

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

თეა ახვლედიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 „არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა დღეს გახდებოდა 38 წლის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის გმირობა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობის, ღირსების და სწორედ იმ მიზნების დაცვას, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, რათა არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში. საუბედუროდ, დღემდე საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგად, გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევები, უკიდურესად იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლებები ჩვენი მოსახლეობის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას, რაც კიდევ ერთხელ და უკვე სამართლებრივად დადასტურდა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევითა და ინტენსივობით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას, ინტენსიურ ქმედებებს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას და ასევე, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირებმა სრულად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.  

 




კომენტარები:

ფართი შოპი