ვითხოვ რამდენიმე დღე გამათევინონ, სანამ მოვიფიქრებ სად წავიდე - დედა სოსანას თხოვნა

02 Apr 2021 19:54

მარტვილის დედათა მონასტრიდან და ეპარქიიდან გარიცხული დედა სოსანა ითხოვს, რომ რამდენიმე ღამის გათევის საშუალება მისცენ და მონასტრის ტერიტორიაზე შეუშვან.

მიუხედავად ამისა, ეპარქიის ფინანსურმა მენეჯერმა ივანე კალაიჯიშვილმა მას უთხრა, რომ მონასტერში მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვებენ.

ივანე კალაიჯიშვილი - თუ თქვენ შემობრძანდებით და გინდათ ნივთების წაღება მზად ვართ, სამართალდამცავებთან ერთად, თუ არა მე წავალ, საქმე მაქვს ძალიან ბევრი

დედა სოსანა - რამდენიმე დღე სჭირდება მონასტრის ქონების გადაბარებას, და სანამ მე მოვიფიქრებ სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა ვუშველო ჩემ სულს, ამას სჭირდება დაფიქრება, მე ვითხოვ სასტუმროს სახლში რამდენიმე დღე გამათევინონ, მომცენ საშუალება, რომ დავფიქრდე ამ ყველაფერზე, გადაბარებას დრო უნდა, ეს ერთ საათში და ერთ დღეში არ გადაწყდება.

ივანე კალაიჯიშვილი - პირადი ნივთები გნებავთ დღეს რომ გამოიტანოთ?

დედა სოსანა - პირად ნივთებს ვერ გამოვიტან, მე არ ვაპირებ მონასტრის დატოვებას.

ივანე კალაიჯიშვილი - კარგად ბრძანდებოდეთ.

ამ დიალოგის შემდეგ, ივანე კალაიჯიშვილმა მედიის კითხვებს აღარ უპასუხა, თუ სად უნდა გაათენოს ღამე დედა სოსანამ. გარდა ამისა, მან პოლიციას სთხოვა, რომ შესასვლელში დადგნენ და ჟურნალისტები ეპარქიის ტერიტორიაზე არ შეუშვან. 


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი