ვლადიმერ პოზნერი - საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა? - მე იქ უამრავი მეგობარი მყავს

02 Apr 2021 23:24

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში ისევ დაბრუნდება. როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, პოზნერმა ამის შესახებ გამოცემა NEWS.ru-ს განუცხადა.

გამოცემის ცნობით, პოზნერმა საქართველოში მისი ვიზიტის გამო გამართული საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე კვლავ უარი თქვა.

„მე იქ ისევ წავალ. რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას მე საერთოდ არ გამოვრიცხავ. მე იქ უამრავი მეგობარი მყავს. როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში“, - განუცხადა პოზნერმა NEWS.ru-ს.

მანამდე პოზნერმა დაწერა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს შეკრება მოუწყო, ყურადღების ღირსნი არ არიან.

„ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არცერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ - წერდა პოზნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.




კომენტარები:

ფართი შოპი