სამების ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა

03 Apr 2021 14:00

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.



ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი