მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

03 Apr 2021 18:41

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი  სრულიად საქართველოს კლასიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

„სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების ამოსავალი წერტილი იყო. მან მთელი ეპოქა შექმნა, რომლსაც მსოფლიო მოჰყავს განცვიფრებაში. გურამ დოჩანაშვილის სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა შემოქმედი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.“




კომენტარები:

ფართი შოპი